თორნიკე რიჟვაძე მთავრობის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა და მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ის აქციის მონაწილეთა ჯგუფებს შეხვდება, რათა სამუშაო ფორმატში მოხდეს მათი პრობლემების განხილვა.

მისი თქმით, მთავრობა მზად არის განიხილოს და არსებული რესურსის ფარგლებში შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.

„რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ადამიანს შევხვდები, იქნება ეს 20 თუ 30 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები. ინდივიდუალურად მოვისმენ ვის რა აწუხებს და სადაც ამის რესურსი გვაქვს, აბსოლუტურად ბოლომდე მოვახმართ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, მეორე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სფეროში დასაქმებული პირები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგეს, ასევე მოქალაქეებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ, რადგან საბანკო სესხებს ვერ იხდიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა