ნინო ბურჯანაძე ხარაგაულში მხარდამჭერებს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად, იმერეთის რეგიონში მხარდამჭერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხარაგაულში ამომრჩევლებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს, როგორიცაა - მოუწესრიგებელი გზები, ცხოვრების დაბალი დონე, უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე ყველა ოჯახში.

ნინო ბურჯანაძე მხარდამჭერებს პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა და საარჩევნო პროგრამის ის მიმართულებები გააცნო, რომელიც რაიონებში მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს.

„ხარაგაულში, ისე როგორც სხვა ქალაქებსა და რაიონებში ხალხს ძალიან უჭირს. აქ ადამიანები ფაქტობრივად უმუშევრები არიან, არ აქვთ ელემენტარული საარსებო პირობები. ინფრასტრუქტურა დანგრეულია, ამბობენ, რომ ხელისუფლება გზებს ახლა აგებს, მაგრამ ესეც არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილი და ამიტომ რამდენად ფუნდამენტურად იგება გზები, ვფიქრობ საეჭვოა. მოსახლეობას არ აქვს ლიცენზია, რომ მოჭრას შეშა და ზამთრისთვის მოემზადოს. ხელისუფლებამ ვერ მოიცალა დროულად გასცეს ლიცენზია, რომ ადამიანები სითბოს გარეშე არ დარჩნენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მხოლოდ მის გუნდს შეუძლია მოსახლეობის პრობლემები გადაწყვიტოს და მისცეს უკეთესი ცხოვრების შანსი.

„ამ ხელისუფლებამ გლეხი თავის მიწასთან უყურადღებოდ დატოვა. ჩვენ შეგვიძლია რაიონებსა თუ სოფლებში მათ მივცეთ შანსი მოიყვანოს და თვითონ მიიტანოს თავისი პროდუქცია სადაც მოესურვება. მე შევეცდები, რომ ეს ადამიანები დავარწმუნო, იმაში რომ მხოლოდ მე და ჩემს გუნდს, ვისაც გვაქვს ძალა და გამოცდილება, შეგვიძლია გადავწყვიტოთ მათი პრობლემები და მივცეთ უკეთესი ცხოვრების შანსი“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო