მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში ერთ-ერთი ბენეფიციარი გარდაიცვალა

მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში ერთ-ერთი ბენეფიციარი - 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსისათვის“ გახდა ცნობილი, გუშინ თავშესაფარში ორ ბენეფიციარს შორის კონფლიქტი და ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ძირს დაეცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და დაშავებულს დახმარება აღმოუჩინეს. მოგვიანებით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფრის დირექტორის, ვახტანგ ტეფნაძის განცხადებით, 30 წლის ბენეფიციარისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა ორჯერ გამოიძახეს, თუმცა ის კლინიკაში არ გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტეფნაძემ განუცხადა, ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბენეფიციარებს შორის გუშინ კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ძირს დაეცა და თავის არეში დაზიანება მიიღო.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადა ორჯერ გამოვიძახეთ, ბენეფიციარს ჰქონდა ეპილეფსიური გულყრა და დილით ტემპერატურა, თუმცა ჩვენი სამედიცინო პერსონალის მოთხოვნის მიუხედავად, მისი კლინიკაში გადაყვანა არ მოხდა. მე ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ, რომ ის კონფლიქტის დროს დაშავდა“, - განაცხადა ვახტანგ ტეფნაძემ.

მისივე განცხადებით, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და დაწყებულია გამოძიება.

"კითხვაზე თუ რა მოხდა და რა გახდა ჩვენი ბენეფიციარის გარდაცვალების მიზეზი, მე ვერ გაგცემთ პასუხს, ამაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გიპასუხოთ“, - აცხადებს თავშესაფრის დირექტორი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს