ირმა ნადირაშვილი - რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, წვიმიდან წვიმამდე ხალხი მძიმე დღეშია, ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ, გუბეები დგება, ეზოები ივსება წყლით

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მივიდა, სადაც მისი თქმით, წვიმის დროს იტბორება ქუჩები და კორპუსები, რაც ადგილობრივებს გადაადგილების საშუალებას უზღუდავს.

ნადირაშვილის თქმით, მიუხედავად მოსახლეობის მრავალი მოთხოვნისა, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას მათ. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მძიმე სოციალური ყოფის შეცვლას სჭირდება კონკრეტული გეგმა და გარდამტეხი ცვლილებები.

„მძიმე ვითარებაა წვიმის შემდეგ თითქმის ყველა ქუჩაზე ჭყონდიდელის დასახლებაში. მოსახლეობამ, რომელიც ცდილობს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, არაერთგზის მიმართა მერიას, თუმცა, სამწუხაროდ, მათ პატრონი არ ჰყავთ.

წვიმიდან წვიმამდე ეს ხალხი არის ძალიან მძიმე დღეში, ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ, გუბეები დგება, ეზოები ივსება წყლით, სამწუხაროდ, ჭყონდიდელის დასახლება არის ერთ-ერთი ისეთი დასახლება, სადაც ადამიანებს აქვთ მძიმე სოციალური პირობები და ესენი არიან ჩვეულებრივად, უპატრონოდ მიტოვებული ადამიანები. ამიტომ საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები და ბიძინა ივანიშვილის შეცვლა.“ -განაცხადა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს