ბათუმში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას აგრძელებენ

ბათუმში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას აგრძელებენ.

მათი მთვარი მოთხოვნაა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგეს, ასევე მოქალაქეებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ, რადგან საბანკო სესხებს ვერ იხდიან.

"ვითხოვთ, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და შემოსავალი ვიპოვოთ. აქ ვშიმშილობთ ადამიანები და ღამეს ვათენებთ. სულ 7 ადამიანი შიმშილობს, მოთხოვნები იგივე რჩება. ვთხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას და პრობლემების მოგვარებას“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა და მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ის აქციის მონაწილეთა ჯგუფებს შეხვდება, რათა სამუშაო ფორმატში მოხდეს მათი პრობლემების განხილვა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი