გიგი წერეთელი - თუ ზესტაფონში სადმე საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, სწორედ კვალითის დასახლებას ესაჭიროება

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელის განცხადებით, როგორც კვალითს, ისე ზესტაფონსა და მთლიან საქართველოს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.

გიგი წერეთელი ზესტაფონში, კვალითის დასახლეობაში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

„უკვე არაერთხელ აღვნიშნე კვალითის დასახლების მდგომარეობა.პრაქტიკულად ეს უბანი ნაომარსა და ცივილიზაციისგან მიტოვებულს ჰგავს. ადამიანებს ქვეყნის ზოგად პრობლემებთან ერთად გაპარტახებული ინფრასტრუქტურაც აწუხებს, გადათხრილი გზები, ბავშვებს პრაქტიკულად არანაირი გასართობი ან სათამაშო მოედანი არ გააჩნიათ. ბევრ კორპუსში სარდაფები წყლით ივსება, ანტისანიტარია ქმნის ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებას.

თუ ზესტაფონში სადმე საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები , სწორედ კვალითის დასახლებას ესაჭიროება და ამას შევძლებთ კიდეც“ - აცხადებს წერეთელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა