იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისს აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი სამედიცინო მომსახურების სფეროში

ქუთაისს აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი სამედიცინო მომსახურების სფეროში, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის ბავშვთა მე-3 პოლიკლინიკის მედპერსონალთან შეხვედრისას განაცხადა.

ქუთაისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, საუბარი შეეხო არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ამბულატორიული მკურნალობისა და მომსახურების მდგომარეობას ქალაქში, პოლიკლინიკების ზოგად, ინფრასტურუქტურულ და სამედიცინო-ტექნიკურ განვითრების აუცილებლობას.

„მინდა, რომ ამ ადამიანებს ყოველთვის, ყველა პერიოდში ჰქონდეთ საკუთარი შრომის შესაბამისი დაფასება. ქუთაისს აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი სამედიცინო მომსახურების სფეროში. ქალაქის მასშტაბით პოლიკლინიკებისა და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების პირობებისა და სამედიცინო ტექნიკის გაუმჯობესება უნდა გაგრძელდეს. ბევრი გაკეთდა, კეთდება, თუმცა არსებობს გამოწვევები რა თქმა უნდა, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, საარჩევნო შეხვედრების ფარგლებში "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გუშინ ქუთაისის მე-2 და მე-5 პოლიკლინიკების მედპერსონალს შეხვდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს