აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა შიმშილობას

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შეხვდებიან. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას.

„ჩვენ ველოდებოდით ბევრ ხალხს, ამიტომაც არ შევედით რიჟვაძესთან. გული მწყდება, რომ 100-მდე კაცი ძლივს მოვიდა აქციაზე, მე პირნათელი ვარ ყველასთან, ამიტომ მოშიმშილეები შევალთ და შემდეგ ცალკეული ჯგუფებიც", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგეს, ასევე მოქალაქეებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ, რადგან საბანკო სესხებს ვერ იხდიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა