ნინო ბურჯანაძე ზესტაფონში და თერჯოლაში  მხარდამჭერებს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ზესტაფონის და თერჯოლის მცხოვრებლებს შეხვდა, რომლებსაც საარჩევნო პროგრამის მიმართულებები გააცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს, ნინო ბუჯანაძე ამომრჩევლებს ესაუბრა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე, სასოფლო-სამეურნეო კოორპორაციის შესახებ პარტიის ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს გლეხებისა და ფერმერების სასოფლო სამეურნეო ტექნიკით, ინფრასტრუქტურით, გადამამუშავებელი ქარხნებით და სამაცივრე საწყობებით უზრუნველყოფას. პარტიის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე იმერეთში პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ჩავიდა.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ სასოფლო-სამეურნეო დარგში დავასაქმებთ და სტაბილური შემოსავლით ვუზრუნველყოფთ 640 ათას ადამიანს. ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის პრობლემები, რაც ზესტაფონის და თერჯოლის მოსახლეობასთან შეხვედრისას მოვისმინე. ადამიანებს სურთ, თავიანთ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრობდნენ და სამუშაოს საძებნელად სხვადასხვა ქვეყანაში არ გარბოდნენ.

იმედი მაქვს, ამ შეხვედრიდან ჩემი მხარდამჭერები წავლენ დარწმუნებულები იმაში, რომ მე ვარ პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ძალა და გამოცდილება, მოვაგვარო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების პრობლემები. მე მაქვს ბრძოლის ცოდნა და გამოცდილებაც, რომ გავაკეთო ძალიან ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის საჭიროა ამ ადამიანებმა მომცენ მანდატი. ჩვენი ხალხი დაიღალა ხელისუფლებისაგან ტყუილების მოსმენით, დღეს ეს ადამიანები, ჩემგან მოისმენენ იმას, რომ რასაც მე ვპირდები რეალისტურია. მთავარია შემოხაზონ 3 ნომერი“, - განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა