სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით კიდევ შვიდმა პაციენტმა მიმართა

გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით დღეს 7-მა პაციენტმა მიმართა. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია ლაზარაძის ინფორმაციით, ყველა მათგანს სამედიცინო მომსახურება გაეწია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და აღნიშნულმა მოზარდებმა კლინიკა დატოვეს.

ლაზარაძის ინფორმაციითვე, გასული 3 დღის განმავლობაში, ,,იავნანას“ სტაციონარში გასტროინტესტინალური დარღვევებით მოთავსებული 25 პაციენტიდან დღეს კლინიკა დატოვა 22-მა. 18:00 საათის მონაცემებით, პედიატრიულ განყოფილებაში გასტროინტესტინალური დარღვევებით მხოლოდ 3 ბავშვი რჩება.

შეგახსენებთ, 4-7 ოქტომბერს, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, კლინიკა ,,იავნანას“ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 128 მოზარდმა მიმართა.

ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში მოხვედრილ მოზარდებს, სხვა კვლევებთან ერთად, კორონავირუსზეც ტესტირებაც ჩაუტარდათ და ყველა ტესტი უარყოფითია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო