ლია ლაზარაძის განცხადებით, ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც გორში, კომბინატის დასახლებაში იყო, ნაწლავურ ვირუსულ ინფექციას უკავშირდებოდა

ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც ძირითადად გორში, კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, დასრულდა, - ეს განცხადება ,,იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ გააკეთა. ლაზარაძის ინფორმაციით, ცნობილი გახდა აღებული ნიმუშების ვირუსოლოგიური კვლევის შედეგიც.

,,ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც ძირითადად, გორში, კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, დასრულდა. ასევე, ცნობილი გახდა იმ ვირუსოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგების თანახმად, ეს გახლდათ ნოროვირუსი - ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება“, - აღნიშნა ,,იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ.

შეგახსენებთ, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, გორში, ,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ 1-დან 16 წლამდე ასაკის 130-მდე მოზარდმა მიმართა. კლინიკაში გასტროინტესტინალური დარღვევებით მოთავსებული პაციენტების ნაწილს სტაციონარული მკურნალობა უტარდებოდა, ნაწილს კი - გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია მომსახურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა