რუსთავში კორონავირუსის 8 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულები ახალგაზრდულ გუნდ „თუთარჩელას“ მომღერალები არიან

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 472 შემთხვევიდან, 8 რუსთავში დაფიქსირდა.

რვავე ინფიცირებული, ახალგაზრდულ გუნდ „თუთარჩელას“ მომღერალია. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ,,თუთარჩელას“ ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ განაცხადა, გუშინ კორნავირუსი სამ ახალგაზრდას დაუდასტურდა და ჯამში ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 11-ია.

მისივე განცხადებით, გუნდის ყველა წევრი და მათი კონტაქტები თვითიზოლაციაში და კარანტინში არიან. რაც შეეხება ფოლკლორის სკოლას, სადაც ,,თუთარჩელა“ რეპეტიციებს რეკომენდაციების სრული დაცვით გადიოდა, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და ორი კვირის განმავლობაში კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

„ფოლკლორის სკოლაში მოსწავლეთა ჯგუფური მეცადინეობები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და ,,თუთარჩელას“ რეპეტიციები არ წარმოადგენდა საშიშროებას სკოლის მოსწავლეთათვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიტუაცია არც ახლა წარმოადგენს საშიშროებას სასწავლო პროცესისადმი, სკოლა სრულიად გადადის ორი კვირით ონლაინ სწავლებაზე“, - განაცხადა თამარ ბუაძემ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს