ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც გვიან ღამით უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. მათ სოფელ სანავარდოსა და კუჭატანის მიმდებარე ვენახები წითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად ხმაური იყო, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა. შემთხვევა დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოხდა.

"საღამოს შვიდის ნახევარი იქნებოდა,საშინელი აფეთქების ხმა იყო. იმდენად ძლიერი ხმა იყო, ბიძგები ვიგრძენით. სახლი სულ ზანზარებდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა", - აცხადებენ ადგილობრივები.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მსგავსად, უპილოტო საფრენი აპარატი რამდენიმე წუთის ინტერვალით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მახლობლადაც ჩამოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შევიდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს