სინღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი შესაძლოა ჩაიკეტოს

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, შესაძლოა, სინღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი ჩაიკეტოს. ინფიცირებული შუხნის მამაკაცია, რომელსაც კონტაქტი თითქმის ყველა ადგილობრივებთან ჰქონდა.

სპეციალისტებმა ინფიცირებულ მამაკაცთან შემხებლობაში მყოფი პირების ბიოლოგიური ნიმუში გამოსაკვლევად უკვე გაგზავნეს. სწორედ ტესტის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, გამოცხადდება თუ არა საკარანტინო ზონად სოფელი ერისიმედი.

ინფორმაციას ადასტურებს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი. ირაკლი შიოშვილის თქმით, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ადგილზე ვითარებას შეისწავლიან.

ამასთან, კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დადასტურდა. ინფიცირებული სამარშრუტო ტაქსის მძღოლია.

ბოლო მონაცემებით, კახეთის მასშტაბით, კორონავირუსის 74 ბიოლოგიურად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება