დავით ზალკალიანი - მიუხედავად პანდემიისა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში

მიუხედავად პანდემიისა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც არის დეოკუპაციასთან დაკავშირებით, მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მაქსიმალურად ახერხებს ყველა ფორმატის გამოყენებას, მათ შორის, ჟენევაში ადამიანის უფლებათა კომისიის ფარგლებში.

„იცით თქვენ, მარტში იქნა მიღებული საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი რეზოლუცია, გაზრდილი მხარდაჭერითა და ასევე, იმ ქვეყნების რაოდენობით, რომლებმაც დაასპონსორეს ეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გააქტიურონ საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან წვდომასთან მიმართებით და ასევე, მოუწოდეს გაერო-ს უმაღლეს კომისარს, წარმოადგინოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.

იმ ფონზე, როდესაც დღევანდელი მსოფლიო დახუნძლულია სერიოზული პრობლემებით, მათ შორის, ცხელი კონფლიქტებით, საქართველოს საკითხის მუდმივად განხილვა არის ჩვენი პრიორიტეტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი და ბერკეტი იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მოვახდინოთ. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა იმ ქვეყნის, რომელიც ეხმიანება ჩვენს ყველა მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და ოკუპირებული აქვს ეს ტერიტორიები, დაუშვას საერთაშორისო თანამეგობრობა და მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ეფექტურად შეაფასონ იქ არსებული ჰუმანიტარული ვითარება,“- განაცხადა ზალკალიანმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია