ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ე.წ.ჭაობის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ე.წ.ჭაობის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში 19 ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება ლადო სეიდიშვილისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე ხორციელდება. უკვე დასრულდა 4 ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა სანიაღვრე ჭები, დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა ტროტუარები და ბორდიურები.

პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება. მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა