შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი - ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგების გათვალისწინებით გვეტყვიან ეპიდემიოლოგები, რამ გამოიწვია მოსახლეობის ინტოქსიკაცია

ვირუსოლოგიური კვლევის თანახმად, მოსახლეობაში გავრცელდა ნოროვირუსი, თუმცა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომლის პასუხების გათვალისწინებითაც, საბოლოოდ გახდება ცნობილი, თუ რამ გამოიწვია მოსახლეობის ინტოქსიკაციამ - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

„ჩატარდა ვირუსოლოგიური კვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც, ნოროვირუსი ფიქსირდება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ასევე მიმდინარეობს დამატებითი კვლევა და აღებულია ბაქტერიოლოგიური ნიმუშები, რომლის კვლევის ტექნოლოგიაც მეტ დროს მოითხოვს. შესაბამისად, აღნიშნული კვლევის შედეგები გვექნება რამდენიმე დღეში. სწორედ ორივე კვლევის შედეგების გათვალისწინებით გვეტყვიან ეპიდემიოლოგები საბოლოო პასუხს, თუ რამ გამოიწვია მოსახლეობის ინტოქსიკაცია“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, რომ ინტოქსიკაციის სიმპტომებით, 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, გორში, „გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ 1-დან 16 წლამდე ასაკის 130-მდე მოზარდმა მიმართა. არაოფიციალური ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზად წყალი დასახელდა, თუმცა წყლის 24-საათიან ქიმიურ-ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიხედვით, წყლის დაბინძურება არ დადასტურდა.

ამ დროისთვის კლინიკა „იავნანა“ ბაქტერიული გასტროენტერიტის დიაგნოზით მოთავსებულმა ყველა პაციენტმა დატოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა