პროგრამაში „ქართული ჩაი“ სახელმწიფო დაფინანსების ოდენობები გაიზარდა

სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების ოდენობები გაიზარდა. განხორციელებულ ცვლილებებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ფერმერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის გარკვეული თანადაფინანსება გაზრდილიყო. კოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და შეადგენს 2 500 ლარს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს აგროტექნოლოგიური გეგმის შედგენას, რომელიც ბენეფიციარმა თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, პროგრამის ბენეფიციარმა ყოველწლიურად უნდა აწარმოოს 2 000 კგ ნედლი ფოთოლი, არანაკლებ 1 ჰა-ზე და 1 000 კგ ნედლი ფოთოლი - ბიოჩაის მოყვანის შემთხვევაში. დავითაშვილის განმარტებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკვე შეიქმნა ჩაის გადამამუშავებელი არაერთი საწარმო, ხოლო ჩაის ნედლეული მცირეა, პროგრამის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ საწარმოს შექმნის ვალდებულება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო; პროგრამაში ჩართულია 39 ბენეფიციარი; პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 1 192 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, მათ შორის, 790 ჰა სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული ფართობებია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს