სიმონ გულედანი - გასული დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა ინფიცირებული გორიდანაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კოვიდ 19-ის 472 ახალი შემთხვევიდან 6 შიდა ქართლში დადასტურდა. ინფიცირებულთაგან ყველა მათგანი გორის მუნიციპალიტეტიდანაა, - აღნიშნულის შესახებ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა განაცხადა.

გულედანის ინფორმაციით, მოკვლეულია კონტაქტები და ყველა პირი გადასულია თვითიზოლაციაში.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, დადასტურდა კორონავირუსის 6 დადებითი შემთხვევა. ორი შემთხვევა არის „ჯი პი სი“ აფთიაქის კლასტერი, 4 შემთხვევაში კი, ინფიცირების წყარო დაუდგენელია. მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. მოძიებულია კონტაქტები, რომლებიც გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში.

ამ ეტაპისთვის, რეგიონში გვყავს 71 ინფიცირებული პირი. 17 გადის მკურნალობას სახლში, დანარჩენები კი - ჰოსპიტალში. თითოეულის მდგომარეობა არის სტაბილური. რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ინფიცირებულებს შორის არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ არასრულწლოვანს. კლასი, სადაც ეს ბავშვი სწავლობდა, გადასულია ონლაინსწავლებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რეგიონის მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვას არსებული რეკომენდაციები და ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა