ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცლებს.

კოჩიევას განცხადებით, დაინფიცირებულ პირებს შორის ორი რუსი სამხედროა.

მისივე თქმით, ე.წ. რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ მოვლენების მსგავსი განვითარება მოსალოდნელი იყო.

დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით სულ 123 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 33 შემთხვევა 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გამოვლინდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა