ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საქმეზე ოპონენტების ბრალდებებზე - რაში უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკურ ძალას ასეთი ორკესტრირებული შტურმი, თუ რაიმე არ გაქვს დასამალი?

რაში უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკურ ძალას ასეთი ორკესტრირებული შტურმი, თუ რაიმე არ გაქვს დასამალი? მითუმეტეს, იმ საეჭვო განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც კეთდებოდა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, - ასე ეხმაურება ,,ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპონენტების ბრალდებებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით გამოძიებაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპონენტების მხრიდან ამ ფაქტის ირგვლივ ლუსტრაცია გაგრძელდება, ეს მიმდინარე გამოძიებას დაეხმარება.

„საქმის ყველა გარემოებას უნდა მოეფინოს ნათელი, მათ შორის იმას თუ რატომ კეთდებოდა საეჭვო განცხადებები მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელიც აცხადებდა, რომ გარეჯის კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე.

თუ მათი მხრიდან გაგრძელდება ლუსტრაცია, ეს ბუნებრივია დაეხმარება გამოძიებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ ხედავს აღნიშნულ საქმეში სალომე ზურაბიშვილის, როგორც იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალეულობას.

„2006 წელს ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი არ ყოფილა, მემგონი რაღაც გეშლებათ. როდესაც დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი ხორციელდებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო უამრავი ადამიანი, ეს პროცესი მიმდინარეობს 90-იანი წლებიდან. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის რაიმე კავშირს ამ ფაქტთან, ამასთან დაკავშირებით გადაამოწმეთ ყველაფერი. თუ ვინ უნდა დაიკითხოს, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა