ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ნაყოფი დაკარგა

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ნაყოფი დაკარგა. როგორც კლინიკის ექიმი ნუგზარ პაპავა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, შემთხვევა გუშინ მოხდა.

მისი განცხადებით, ინფიცირებული ფეხმძიმე კლინიკაში პირველ ოქტომბერს მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

"გუშინ დილით შევამოწმეთ და ნაყოფის გულისცემა კარგი იყო, საღამოს განმეორებით შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ბავშვის გულისცემა არ დაფიქსირდა", - აცხადებს ნუგზარ პაპავა.

ბათუმის სამშობიარო სახლში სამედიცინო სასამართლო ექსპერტები იმყოფებიან და ნაყოფის დაღუპვის მიზეზებს ადგენენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი