ორგანიზაციის „უფლებები საქართველოდან“ ინფორმაციით, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში ჩამოდის

2020 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ჩამოდის,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაცია „უფლებები საქართველოდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მუხთარლი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 წლის მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას გეგმავს. ის ასევე გააკეთებს განცხადებას მედიისთვის და მიმდინარე გამოძიებაში მიღწეულ პროგრესს შეაფასებს.

„საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არცერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

აფგან მუხთარლის ინტერესებს საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“) იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 წლის 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა, სადაც მუხთარლის ოჯახს თავშესაფარი აქვს მიღებული. მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის იხდიდა.

აფგან მუხთარლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 2020 წლის 9 ოქტომბერს, 18:00 საათისთვის ჩამოვა და მას ადგილზე მისი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი დახვდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს