აკაკი ბობოხიძე - ირაკლი კობახიძე ამართლებს რუსეთის მოქმედებას და ამბობს, რომ თურმე ის რაღაც ლოგიკის ფარგლებში მოქმედებს - უბედურებაა, რომ  ეს კაცი ქვეყნის ერთ-ერთი მმართველია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ადამიანების უბედურებას იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ამოცანები შეასრულოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება პოლიტიკურია.

„მგონია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არავითარი ეჭვი არ არსებობს, ნებისმიერი გონიერი ადამიანი მიხვდება, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური პროცესია და მეტი არაფერი. „ქართული ოცნებისგან“ მახსოვს, 2012 წელს ბავშვი შეწირეს არჩევნებს, მერე 2016 წელს ბატონი ლევან ჩაჩუა შეწირეს ზუსტად ასე, როდესაც ზურაბ ჟვანიას მისტიურ თემასთან დაკავშირებით კაცი არაფრის გულისთვის დააკავეს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ადამიანების უბედურებას იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ამოცანები შეასრულოს. როდესაც საუბრობენ, რომ ამ თემის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს, ეს თემა თავისთავად არის პოლიტიკური და შეიძლებოდა არჩევნების მერე, ერთი თვის შემდეგ დაძრულიყო ეს საკითხი ან არჩევნებამდე ცოტა უფრო ადრე. როდესაც ამბობენ, რომ იცით რა, ამ თემით პოლიტიზირებას მოახდენენ, ეს თემა პოლიტიკურია და ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს, არჩევნებს და მიმდინარე პროცესებს, რომელიც ჩვენს მეზობლებს შორის არის“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მან ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებაც გააკრიტიკა, რომლის თქმით, „სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები“.

„უბედურება ის კი არ არის, რომ ირაკლი კობახიძე ამას ამბობს, უბედურება ისაა, რომ ეს კაცი ქვეყნის ერთ-ერთი მმართველია ანუ, პრაქტიკულად კობახიძე ამართლებს რუსეთის მოქმედებას და ამბობს, რომ თურმე ის რაღაც ლოგიკის ფარგლებში მოქმედებს“, - აცხადებს ბობოხიძე.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდა გააქტიურებულია, რომ ანტისომხური და ანტიაზერბაიჯანული მესიჯები გაჟღერდეს საქართველოს მიმართ.

„ქართული ოცნება“ პიდაპირ მონაწილეობს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში“, - აცხადებს ბობოხიძე.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

7 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა