საქალაქო სასამართლოსთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს.

პარალელურად, სასამართლოში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ბრალდებულების მხარდასაჭერად სასამართლოსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

"გუშინ საქართველოს მთავრობამ და პროკურატურამ კიდევ ერთი სამარცხვინო საქმე დაიწყო. დღეს ამის კიდევ ერთი ალოგიკური გაგრძელება არის ის, რომ დაცვის მხარეს ფაქტობრივად არ მისცეს 1 საათზე მეტი იმისთვის, რომ 7 - ტომიან საქმეს გაცნობოდა. უკვე თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ეს საქმე, ისევე როგორც სხვა საქმეები ძალიან თეთრი ძაფით არის ნაკერი. ეს არის პირდაპირი მესიჯი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ თუ დასჭირება, ნებისმიერს დაიჭერს. ეს არის ძალის დემონსტრირება და ადამიანების დაშინება, რაც აღარ გაუვა. სულ რაღაც 24 დღე დარჩა არჩევნებამდე, მივალთ ყველანი და აღარ შემოვხაზავთ რუსეთისკენ სიარულს, კორუფციასა და ძალადობას“,-აცხადებს მაქარაშვილი.

ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ დავით დარეჯის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები დაადანაშაულოს.

„საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობას ჯერ არ განუვითარებია თავისი დაწყებული „ტრიუკები“, როგორც ბიძინა ივანიშვილი ეძახის. ჯერ არ ვიცით, საით უნდათ საქმის წაყვანა, მაგრამ ფაქტია, პატარა ადამიანების გაკეთებულია ეს ყველაფერი, რათა დიდ პოლიტიკოსებამდე გავიდნენ. დიდია ეჭვი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელიმე ოპოზიციურ ლიდერს დააბრალოს და ეს იყოს ხერხი, რომ მათამდე გავიდნენ“,-განაცხადა მაქარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა