ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 288 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2071-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 112 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 22-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 55 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 143 პაციენტი.

შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 811 გახდა, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3-ით გაიზარდა და 19-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა