ზვიად შალამბერიძე იმერეთის სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მხარის სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რეგულაციებსა და საპასუხო სტრატეგიებს შეეხო.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული მადლობა იმ კლინიკის წარმომადგენლებს გადაუხადა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობის პროცესში.

"სამედიცინო დაწესებულებები ვირუსთან ბრძოლის საქმეში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ. დაავადებულთა გამოვლენის შემდეგ, მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ თქვენზე გადმოდის და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ დრომდე გაწეული ამ უმძიმესი და ურთულესი სამსახურისთვის“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეხვედრაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევებზე და ასეთი ფაქტების აღმოფხვრის მიზნით მიღებულ მთავრობის დადგენილებაზე. ამ მიმართულებით დაწესებული ახალი რეგულაციები საკმაოდ გამკაცრებულია და ისეთ კომპლექსურ ქმედებებს ითვალისწინებს, რომლებიც სამომავლოდ არსებულ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს