კახა კუჭავა - ნამდვილად გვჯერა, რომ მომდევნო პარლამენტში “ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვა და კოალიციის ფორმირება საჭირო  არ გახდება

ნამდვილად გვჯერა, რომ მომდევნო პარლამენტში “ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვა და კოალიციის ფორმირება საჭირო არ გახდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განუცხადა.

კუჭავას შეფასებით, მათ ამის საფუძველს კვლევები, ამომრჩევლის განწყობა და პარტია “ქართული ოცნების“ პოზიტიური საარჩევნო კამპანია აძლევთ.

“ზოგიერთი კვლევით “ქართული ოცნების“ რეიტინგი 63%-ზე მაღალია, ზოგი კვლევით - უფრო დაბალი, 53%-54% შეიძლება იყოს. საბოლოო ჯამში, გამოთვლილი იქნება საშუალო მაჩვენებელი, რადგან ზოგიერთ რეგიონში მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალიც იყოს და ზოგიერთში - გაცილებით ნაკლები, თუმცა ყველა რეგიონში ფიქსირდება “ქართული ოცნების“ მყარი გამარჯვება - 50%-ზე ზემოთ, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ “ქართული ოცნება“ შემდეგ პარლამენტში უმრავლესობაში მოვა”, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კუჭავამ.

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს და ამას ყველა კვლევა ადასტურებს.

“ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს“, - აცხადებს ივანიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა