თორნიკე რიჟვაძე - ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს კონკრეტული პრობლემები, ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდებით და მათ მხარდასაჭერად მაქსიმუმს გავაკეთებთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში არცერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ, ვინც პანდემიის დროს დაზარალდა.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციას გამოახმაურა, სადაც მოქალაქეები დაწესებული შეზღუდვების მოხსნას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვდნენ.

"როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური გამოწვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ვერ ფუნქციონირებს ბოლომდე და სრულყოფილად, განსაკუთრებით რეგიონში, ჩვენ ყველა ამ მოქალაქეს, რომელსაც აქვს კონკრეტული პრობლემები, ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდებით და გავაკეთებთ მაქსიმუმს მათ მხარდასაჭერად. ეს იქნება როგორც ბანკებთან მიმართებაში, ასევე მათი მიმდინარე სოციალური პრობლემების გადაჭრა და არც ერთი მოქალაქე შესაძლებლობის ფარგლებში არ დარჩება უყურადღებოდ", -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა