რუსთავში, ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ “თუთარჩელას“ კიდევ 5 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავში, კორონავირუსი ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ ,,თუთარჩელას“ კიდევ 5 წევრს დაუდასტურდა.

როგორც გუნდის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ ,,ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, კორონავირუსი ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბოლო 24 საათში, კიდევ 5 მომღერალს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 16 გახდა.

,,დღის მეორე ნახევარში ველოდებით კიდევ რამდენიმე ტესტის პასუხს. ინფიცირებულები კოვიდმიმღებ კლინიკაში არიან გადაყვანილი, გუნდის დანარჩენი წევრები და მათი კონტაქტები კი ამ დროისათვის კარანტინში და თვითიზოლაციაში ვრჩებით“, - განაცხადა თამარ ბუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა