აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარს წლის ბოლომდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 112 003 ლარით ფინანსდება, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ახალი სკოლის მშენებლობის დასრულებამდე სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ალტერნატიულ ფართობში, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით აგრძელებენ სასწავლო პროცესს.

,,2013 წლიდან დღემდე აბაშის მუნიციპალიტეტში განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 45 პროექტი. სკოლები აღიჭურვა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით. შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებულია მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლა. 22 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა