თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ეპიდემია სტაბილურად იმართება და ამაზე მეტყველებს ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ეპიდემია სტაბილურად იმართება და ამაზე მეტყველებს ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება. ამის შესახებ მან აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დღეს ეს რიცხვი შეადგენს 250 გამოჯანმრთელებულს და ჯამში აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ამის პარალელურად, იცით რომ ხორციელდება და გრძელდება მიზნობრივი ტესტირება, ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში უკვე გაკეთდა 2000-ზე მეტი ტესტი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუბრუნდით 24- საათიან რეჟიმს, როგორც ტესტის აღების, ასევე პასუხების მიწოდების მხრივ“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პირველ რიგში განიხილება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა და დეტალური გეგმა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა