იოსებ ხახალეიშვილი - მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები არის ქალაქის განვითარებაში მათი ჩართულობის პროცესის დასაწყისი

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების პრინციპით საარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

მორიგი შეხვედრა ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის - ქანთარიას, ქუთათელის, ასათიანის მე-5 ჩიხისა და ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა.

,,ეს შეხვედრები საშუალებას მაძლევს უშუალოდ ვესაუბრო მოქალაქეებს, გავაცნო ჩემი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები, ავუხსნა და განვუმარტო რა გაკეთდა, ამჟამად რა კეთდება და სამომავლოდ რა გვაქვს დაგეგმილი. ადამიანები ისედაც სხვადასხვა სატელევიზიო არხების გავლენის ქვეშ ექცევიან. ინდივიდუალური შეხვედრები კი ნიშნავს მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია. ეს არის შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობა ამომრჩეველთან. ეს არის ქალაქის განვითარებაში მათი ჩართულობის პროცესის დასაწყისი“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა