იოსებ ხახალეიშვილი - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა იყო და არის ჩვენი გუნდის  მთავარი პრიორიტეტი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს (ჯეო ჰოსპიტლის) მედპერსონალს შეხვდნენ.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა გახდა. ამ პრიორიტეტის განხორციელებაში ვინ, თუ არა თქვენ - მედიცინის დარგის სპეციალისტები ხართ წამყვანი მნიშვნელობის ადამიანები. განსაკუთრებით გამოიკვეთა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მნიშვნელობა "კოვიდ 19"-ის პანდემიის პირობებში, როცა ვირუსთან ბრძოლაში თითოეული თქვენგანი ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ ექიმს, ექთანს, სანიტარს, დაწესებულების ადმინისტრაციას, რომ მედგრად დგახართ და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად აგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას.

ჯანდაცვის მიმართულებით არაერთი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა, რამაც ათასობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე, ჯანმრთელობის დაცვა იყო და არის ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი“, - მიმართა ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლებს იოსებ ხახალეიშვილმა.

ინფორმაციას ქუთაისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს