ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში 28 ტესტი ჩავატარეთ, ინფექცია 8 მათგანს დაუდასტურდა,“- განაცხადა მარინა კოჩიევამ.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით სულ 131 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 41 შემთხვევა 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გამოვლინდა.