სოფელ ტალავერში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სოფელ ტალავერში 2700 კვადრატული მეტრის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარი იგება.

„ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 000 ლარი იხარჯება.

წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომფორტული, თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 6 500 000 ლარამდეა გამოყოფილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა