ნინო ბურჯანაძე - მე არასდროს გამიცია ტყუილი დაპირებები

ძალიან სამწუხაროა, რომ პრობლემები, რომლებზეც ვლაპარაკობდით 8 წლის წინ, არათუ შემცირებულია, პირიქით გაზრდილია. ყველაზე მეტად რაც ამ ადამიანებს აწუხებთ, არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, ცხოვრების დაბალი პირობები, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომელიც წალკაში საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას მოსახლეობამ წუხილი გამოთქვა, რომ წალკა დაცარიელდა და ახალგაზრდებს არ უნდათ იქ ცხოვრება. ამის მიზეზად კი უმუშევრობა და უპერსპექტივობა დაასახელეს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ მათ განუცხადა, წალკაში მას და მის გუნდს ყოველთვის ყველა არჩევნებზე დიდი მხარდაჭერა აქვს, რისთვისაც იქ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.

„ტრადიციად დამკვიდრდა, რომ წალკაში ყველა არჩევნებზე მე და ჩემი გუნდი ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვიღებთ, მათი კეთილგანწყობა დღევანდელ შეხვედრაზეც გამოჩნდა. ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან. მე მათ გავაცანი ჩემი და ჩემი გუნდის ხედვა საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე.

მე არასოდეს გამიცია ტყუილი დაპირებები და ახლაც ჩვენი დაპირებები არის ძალიან რეალისტური“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა