მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა საათნახევარზე მეტია მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მოსკოვში მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად, მოსახლეობას მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც განაცხადა, რომ ბაქო ერევანს უკანასკნელ შანსს აძლევს მოლაპარაკებათა ფორმატს დაუბრუნდეს და მთიანი ყარაბაღიდან ჯარი გაიყვანოს.

ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვის შეხვედრაზე იტყვის, რომ ყარაბაღი სომხეთია, ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკებებზე საუბარიც კი შეუძლებელი იქნება.

მისივე თქმით, მოსკოვში მიმდინარე შეხვედრამ ბევრ საკითხს ნათელი უნდა მოჰფინოს და მიღებული უნდა იყოს საბაზისო პრინციპები.

ალიევმა დასძინა, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით სტატუს-კვო აღარ არსებობს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს