ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით, ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ.

„შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს საკოორდინაციო საბჭოზე ორშაბათს იქნება მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა შეზღუდვები, ან რა ფორმით“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იმატებს.

„როდესაც ყოველდღე გვაქვს 400-550 შემთხვევა, რა თქმა უნდა, იმატებს დაუდგენელი წყაროები, რადგან უკვე ეს საყოველთაო გავრცელების ერთ-ერთი ინდიკატორია. ამიტომ, დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იმატებს. როდესაც იყო დღიური 30-50 შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ უხშირესად გავდიოდით წყაროებზე, ახლა კი ეს რთულია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ქვეყანაში გაფართოებული ტესტირების მაჩვენებელი საკმაოდ კარგია.

„გარკვეულ ქალაქებსა და ჯგუფებში ტესტირება შესაძლებელია გაფართოვდეს უფრო მეტი რისკ ჯგუფისთვის. ამასთან ერთად, ინტენსიურად ვატარებთ სწრაფ ტესტირებას, დღევანდელი დილით 376 ათასი ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული ტესტია ჩატარებული. დღიური მაჩვენებელი აქ ჩვენ გვაქვს 1611. სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვი გაზრდილია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ