ხათუნა გოგორიშვილი - „ქართულ ოცნებას“ სძულს ადამიანი

საკუთარ თავსაც აჯობეთ! იმისთვის, რომ თქვენი ჩაფლავებული რეიტინგი ოდნავ ამოქაჩოთ, ხალხს დაანახოთ რა „პრინციპულები“ ხართ, უდანაშაულო ადამიანები ყველაზე საშინელი, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეთ!",- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას პატიმრობაში დატოვებას.

გოგორიშვილის თქმით, „ოცნების" ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ უბინძურეს პიარ ტრიუკებს აწყობს.

„სოლიდარობა ივერი მელაშვილს! სოლიდარობა ნატალია ილიჩევას!

8 წლის განმავლობაში ადამიანის ბედზე ერთი წუთითაც რომ არ გიფიქრიათ, საქართველოში ყველამ იცის. ყველა არჩევნების წინ უბინძურეს პიარ ტრიუკებს რომ გამოაგდებთ - ესეც აღარავის უკვირს. ხან ჰაკიმ ფაშას სახელით ტვირთავთ ფოტოებს, ხან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები „გეპარებათ“ ინტერნეტ-სივრცეში!

დღეს საკუთარ თავსაც აჯობეთ! იმისთვის, რომ თქვენი ჩაფლავებული რეიტინგი ოდნავ ამოქაჩოთ, ხალხს დაანახოთ რა „პრინციპულები“ ხართ, უდანაშაულო ადამიანები ყველაზე საშინელი, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეთ!

გასაგებია, რომ თქვენთვის, ვინც 8 წელია ხმას არ იღებთ მცოცავ ოკუპაციაზე, ვინც ხან პირდაპირ და ხანაც ირიბად ომის დაწყებას საქართველოს აბრალებთ - მოღალატე ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი სიტყვაა. იგივეა რაც უნიათო, უსაქმური, არაკომპეტენტური. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ყველა "ქოცი" არაა!!!

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა არის ქვეყნის პატრიოტი; აქვთ სინდისი და თავმოყვარეობა და მოღალატეობის დაბრალებას სიკვდილი ურჩევნიათ!

"ოცნებას" სძულს ადამიანი!“, - აცხადებს გოგორიშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს