არჩილ თალაკვაძე - ძნელად წარმომიდგენია, რომ ზუგდიდი იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი

საზოგადოებას აქვს იმედი , რომ ჩვენ შევძლებთ ისევ გავაგრძელოთ ის თანმიმდევრული, მშვიდობიანი განვითარების გზა, რომელსაც საქართველო ადგას"- ამის შესახებ, "ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში ადგილობრივ მოსახლეობასთან პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა და არჩილ თალაკვაძემ შეხვედრაზე მოსახლოებას ის გეგმები გააცნეს, რის განხორციელებასაც მმართველი გუნდი აპირებს.

,,ყულიშკარის მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით, იყო ძალიან კარგი შეხვედრა, საზოგადოებას აქვს იმედი , რომ ჩვენ შევძლებთ ისევ გავაგრძელოთ ის თანმიმდევრული, მშვიდობიანი განვითარების გზა, რომელსაც საქართველო ადგას და რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას და შევძლოთ კიდევ უფრო მეტი შედეგები დავდოთ ჩვენი კუთხისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანი უალტერნატივო კანდიდატია და მან კარგად იცის ის საჭიროებები რაც ამ მუნიციპალიტეტს აქვს.

,,ძნელად წარმომიდგენია, რომ თქვენნაირი საზოგადოება იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი. რატომ იქნება ის ყველაზე უკეთესი? იმიტომ რომ მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, განათლებული კაცია, პროგრესული ადამიანია, აქვს საპარლამენტო და პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, აქვს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრთან ახლო თანამშრომლობა, მეგობრობა და მათი სრული მხარდაჭერა, შესაბამისად ჩვენს ქალაქს, ჩვენს სოფლებს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც სწრაფად და სწორად შეუძლია საკითხების გადაწყვეტა. მერწმუნეთ, რომ ირაკლი ჩიქოვანზე ეფექტურად ამას ვერავინ გააკეთებს“ - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

"ქართული ოცნების" პრესსამსახურია ცნობით, სოფელ ყულიშკარში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მიმდინარეობს წმინდა გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. დასრულდა ამბულატორიის მშენებლობა, სოფელს უკვე მეორე წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა აქვს. ყულიშკარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, განახლდება საბავშვო ბაღიც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს