აჭარაში კორონავირუსის შედეგად საერთო ჯამში 40 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსის შედეგად საერთო ჯამში 40 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლო ოთხი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ოთხივე ქალი მძიმე მდგომარეობაში , მართვით სუთქვაზე იმყოფებოდა.
უწყების ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს კორონავირუსთან ერთად, გულის და თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და პნევმონია აღენიშნებოდათ.

























