აჭარაში კორონავირუსისგან 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 199 კოვიდ დადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის Covid კლინიკებში მკურნალობას 539 პაციენტი გადის, აქედან 13 არასრულწლოვანია. უწყების ცნობით, კლინიკებში 102 თავისუფალი საწოლია.

"Covid სასტუმროებში- 895 პაციენტი იმყოფება, აქედან 93 არასრულწლოვანია. აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან",- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 პაციენტი გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს