ბაკურიანში სეზონზე უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2 პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 10 მილონ ლარამდეა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პირველი პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობისა და ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენის ახლით ჩანაცვლებას, წყლის ჩამკეტ–მარეგულირებელი მოწყობილობების შეცვლას, რაც უზრუნველყოფს ქსელის გამართულ ფუნქციონირებას. მათივე ცნობით, მეორე პროექტით გათვალისწინებულია სოფელ ციხისჯვარში 5 ახალი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის შემკრებ კამერებს, სატუმბო სადგურსა და წყლის გამწმენდ ნაგებობას. ორივე პროექტით დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანში სწრაფად იზრდება განაშენიანება, ემატება სასტუმროები, კომერციული ობიექტები, იზრდება დამსვენებელთა რაოდენობა. ასევე, იგეგმება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, რაც მოითხოვს უფრო მეტი წყლის მოხმარებას. შესაბამისად, საჭიროა დღეს არსებული წყლის სისტემა განვითარდეს და მზარდ მოთხოვნას გაუძლოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს