კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 2 ფოთში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 2 ფოთში გამოვლინდა.ორივე ინფიცირებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის თანამშრომელია. ისინი თვითიზოლაციაში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

„ჩვენთან პერიოდულად ტარდება სასწრაფოს თანამშრომლების ტესტირება. ერთ-ერთი ტესტირების ფონზე, რეფერალის ორ თანამშრომელს, მძღოლსა და ექიმს გამოუვლინდათ კორონავირუსით ინფიცირება. ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. მათ არანაირი კლინიკური გამოვლინება არა აქვთ.იმყოფებიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ახლო კონტაქტები მოძიებულია და ყველა მათგანი ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ არის,“ - განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფოთის რაიონული სამსახურის მენეჯერმა კესო გელენიძემ.

ამ დროისთვის ფოთში კორონავირუსისის 38 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთლდა 18 პირი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი