პაციენტის ოჯახი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმს ადანაშაულებს

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმს პაციენტის ოჯახი ადანაშაულებს. კლინიკასთან შეკრებილები ექიმის დაუდევრობაზე საუბრობენ და მის დასჯას მოითხოვენ. პაციენტის ახლობლების თქმით, 23 წლის სალომე გვასალია 4 ოქტომბერს სენაკში, ხიდან ჩამოვარდა, მას მოტეხილობა ჰქონდა და ის ქუთაისში გადაიყვანეს. ოჯახის თქმით, გოგო კონტაქტური იყო, ექიმებმა უთხრეს, რომ ოპერაცია არ იყო საჩქარო და მას ყველა სათანადო გამოკვლევას ჩაუტარებდნენ. მათივე ინფორმაციით, ხერხემლის ოპერაცია 6 ოქტომბერს ჩატარდა, რა დროსაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ამ დროისთვის პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია, ტვინზე შეშუპება აქვს და მეორე ოპერაცია სჭირდება.

ოჯახი შიშობს, რომ პაციენტი მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანს. ისინი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმს პაციენტის ოჯახი ადანაშაულებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა