სოფელ არაგვისპირთან ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირთან ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად, დაშავებულია 4 ადამიანი. შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს