„ქართული ოცნების“ ლიდერები დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

პარტიის ლიდერები პროექტირების სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდნენ და აღნიშნული კოშკების რეაბილიტაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ფაქტობრივად, დასრულებულია პროექტირების სამუშაოები, რის შემდეგაც გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი.

პროექტი ლაღამის უბნის სრულ ურბანულ განახლებასა და უშგულის თემის სამი სოფლის სვანური კოშკების რეაბილიტაციას ითვალისწინებს; ასევე, შიდა ქუჩების, განათების, საინჟინრო კომუნიკაციების, პარკინგის მოწყობას. პროექტის დასრულების შემდეგ, გაჩნდება ახალი ტურისტული უბანი, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. მათ ექნებათ საშუალება, დაგეგმონ და განავითარონ მცირე ბიზნესი, გაჩნდება ახალი საოჯახო სასტუმროები და გააქტიურდება მრავალი ტიპის ეკონომიკური საქმიანობა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს, რომელსაც პროექტის ფარგლებში, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

იხილეთ ვიდეო: „ქართული ოცნების“ ლიდერები დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა