ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2257-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 163 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 29 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების დროიდან დღემდე ვირუსს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 829-ს მიაღწია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა