ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს” ქუთაისის მერიიდან აცნობეს, არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და რეგულაციების შესაბამისად, საზეიმო საღამო ღია სივრცეში – „მწვანე თეატრში" გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქეთევან მამუკელაშვილის მონოგრაფიის „ეფრო კლდიაშვილი" პრეზენტაცია და ნაჩვენები იქნა ნაწყვეტი რეჟისორ კოტე აბაშიძის სპექტაკლის პრემიერიდან – „თქვენო უდიდესებულებავ". ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაესწრნენ.

„ვულოცავ მესხიშვილის თეატრს ახალი სეზონის გახსნას! ყველას მოგვენატრა ჩვენი თეატრის სპექტაკლები და მოხარული ვარ, რომ მესხიშვილელებმა ახალი თეატრალური სივრცე და სპექტაკლების ნახვის შესაძლებლობა მოგვცეს. დღესვე გავაჟღერეთ ჩვენი ინიციატივის შესახებაც- ქუთაისის მერიის დაფინანსებით ქალაქში კოტე მესხის ძეგლი დაიდგმება", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „წლის საუკეთესო ნამუშევარის" შედეგები გამოცხადდა და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა